“დღეს რუსეთმა მედია დაბომბა. დრონმა იერიში მიიტანა ტელემარათონ „Єдині новини“-ს ტელეარხ „Ми – Україна“-ს შენობაზე. პირდაპირ შუადღისას. სწორედ მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ეთერში იყვნენ. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამ დროისთვის ცნობილია 5 დაშავებულის შესახებ. სამწუხაროდ, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„შაჰედები“ მედიის წინააღმდეგ – ეს რუსული დეგრადაციის ახალი ფურცელია და ამაზე ევროპისა და მსოფლიოს რეაქცია აუცილებლად უნდა იყოს. დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არცერთი დარტყმა უკრაინასა და უკრაინელებზე – სიცოცხლეზე. რუსეთი უნდა შევაჩეროთ, და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით” – ამის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

