აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები გახდნენ – მეტე ფრედერიქსენი

გრენლანდიელებს არ სურთ ამერიკელები გახდნენ, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ რუკის ფოტოს გამოეხმაურა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.

„გრენლანდიის მთავრობამ და გრენლანდიელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამერიკელები გახდნენ“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ის ამბობს, გრენლანდიელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს და გრენლანდია არ იყიდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკის ფოტოსთან დაკავშირებით ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეიკიავიკში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

იტვირთბა....