აშშ-ს სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 7 სექტემბერს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში შეაჩერეს და ჩაძირეს გემი, რომელიც ზღვის მეშვეობით ნარკოტიკების გადამზიდ ხომალდებს საწვავით ამარაგებდა.
სარდლობის ცნობით, სადაზვერვო მონაცემები გემს ეკვადორულ კრიმინალურ დაჯგუფება Los Choneros-თან აკავშირებს. გემზე მყოფი ადამიანები მის ჩაძირვამდე აიყვანეს და მათ ეკვადორის ხელისუფლებას გადასცემენ.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე, აღმოაჩინეს თუ არა ნარკოტიკები და კონკრეტულად სად ჩატარდა ოპერაცია.
Associated Press წერს, რომ ეს ბოლო ორ კვირაზე ნაკლებ დროში აშშ-ს ძალების მიერ ჩაძირული მეხუთე ეკვადორული გემია. აშშ-მ დაჯგუფება Los Choneros უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2025 წლის სექტემბერში გამოაცხადა.

