საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს:
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას” – წერს საელჩო.

