რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ელექტროსადგური აფეთქდა – ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სადგურზე თავდასხმა უკრაინული დრონით განხორციელდა. როგორც Telegram არხებზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.

