უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებისგან – ჯარედ კუშნერისგან და სტივ ვიტკოფისგან მიიღო შეტყობინება, რომ “პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის”. როგორც ზელენსკიმ “აქსიოსთან” ინტერვიუში განაცხადა, ბოლო პერიოდში უკრაინაზე რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია რომ მასზე ზეწოლა განახორციელოს.

