ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის დროს პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ვისაუბრეთ არა მარტო ტერაქტზე, არამედ ტერაქტის შემდგომ ვითარებაზე, ზოგადად, ბელგიაში არსებულ მდგომარეობაზე.

მიხარია, რომ თითოეული დეტალი აინტერესებდა პრეზიდენტს. ვიცი, რომ მგულშემატკივრობდა ტერაქტის დღესაც და მომდევნო დღეებშიც“, – აღნიშნა ქეთევან ქარდავამ.

 

 

იტვირთბა....