ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე პრეზიდენტმა პრემიერი და სპიკერი კონსულტაციებისთვის მოიწვია

 

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, მხარეების მონაწილეობით, კონსულტაციები გაიმართა.-ეს განცხადება იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებისთვის მოიწვია და უახლოეს ხანებში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განმარტა იმერლიშვილმა.

თუმცა, 6 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ის ამ პროცესში მეტად ჩართული არ არის.

„მგონია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თავად მიიღებენ სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და როდესაც არ უნდა იყოს მიღებული, შეიძლება იყოს უკეთესი ან უარესი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის იმ დონის კრიზისული მოვლენა, რომელმაც არჩევნებს შეიძლება, რაიმე გადამწყვეტი დაღი დაასვას და ამაზე დიდი ყურადღება იქნას მიქცეული, თუმცა მგონია, სწორია, თუკი საარჩევნო რეგულაციები იქნება ჩართული არა 6 თვით, არამედ 2 თვით ადრე, იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობა არ არის დემოკრატიის საზომი სტანდარტი“, – განაცხადა 6 მაისს უსუფაშვილმა.

იტვირთბა....