რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, ქალაქ იემვაში, საბჭოთა გულაგის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკების ქსელი არსებობდა. ათწლეულების წინ, ადამიანების მასობრივი დაკრძალვის ადგილზე, საცურაო აუზი მოაწყვეს. მას შემდეგ ადგილობრივები ქვიშასა და წყალში ადამიანის ძვლებს პერიოდულად პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველამ იცის ამ ადგილის ისტორია, იქ წლების განმავლობაში არც მემორიალი, არც ჯვარი და არც სხვა ნიშანი არ განთავსებულა.
2026 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ ადგილზე მხოლოდ ერთი წარწერა დაამონტაჟა – “ცურვა აკრძალულია“.
ერთ დღეს იემვას მცხოვრებლებმა ტბორში მოცურავე გედების ფოტოები გადაიღეს. ფოტოები ადგილობრივ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და კომენტარებში ადამიანებმა ძველი დრო გაიხსენეს.

