ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა მდგომარეობაშია „კომედი შოუს“ მსახიობი

“კომედი შოუს” მსახიობის გიორგი გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც “ნიუპოსტს” 27 წლის მსახიობის მეგობრებმა განუცხადეს, გიორგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, რომ მსახიობი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ​იმყოფება, თუმცა მოხსნილია აპარატული სუნთქვის რეჟიმიდან.

„პაციენტი მოხსნილია აპარატული სუნთქვის რეჟიმიდან. არის კონტაქტური და ადეკვატური, მდგომარეობა რჩება საყურადღებო, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კვლავ ესაჭიროება მრავალკომპონენტიანი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება”- აღნიშნეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, „კომედი შოუს“ მსახიობს გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, გვიან ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე, ფეხით გადაადგილებისას მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

მსახიობს წვივისა და ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. გოცირიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....