ველისციხელი 66 წლის თემურ ფერიშვილი, რომელსაც ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საკუთარ ვენახში სამუშაოდ წავიდა. საღამოდან კი მისი ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში სოფელთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.
მამაკაცი შესაძლოა გულის შეტევით გარდაიცვალა, ამ ვერსიას ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რადგან, მათივე თქმით, ის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა.