ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საქველმოქმედო აქტივობის შესახებ წერს:
„ეს ტექსტი ხარაგაულიდან მომწერა ქალმა. ბავშვებს არ აქვთ არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც დასაწოლი!!!
მორიგეობით სძინავთო, ლამის გული გამისკდა.
ტანსაცმლის ზომები ტექსტში წერია. ძალიან გვჭირდება ლეიბი და საბანი. ასევე საბავშვო საკვები და ელემენტარული წამლები. ძალიან უჭირთ ჰიგიენური საშუალებები. მე შაბათს ჩავალ აუცილებლად, მანამდე კი მოვაგროვოთ ეს ყველაფერი.ასევე იქნებ შემთხვევით ვინმეს გქონდეთ პატარა მაცივარი, მანქანაში რომ ჩაეტიოს. მათ გარდა ხარაგაულში დავეხმარებით იმდენ ოჯახს რამდენსაც შევძლებთ.
მანამდე შევაგროვოთ ფული, ამ ყველაფრის საყიდლად.
გამივრცელეთ როგორც შეძლებთ.
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
akaki sinjikashvili
ცნობისთვის, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული, მას შემდეგ რაც ბლოგერი გამოვიდა ინიციატივით, რამდენიმე საათით ტაქსის მძღოლად ემუშავა და ამით მიღებული თანხა სოციალურად დაუცველთათვის გადაეცა. ამჟამად აკა სინჯიკაშვილი სხვადასხვა ინიციატივებით გამოდის, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს.