ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“, სტავროპოლის მხარეში მომხდარ მძიმე ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მგზავრების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. საგანგებო სამსახურების წინასწარი მონაცემებით, ისინი საქართველოს მოქალაქეებად არიან იდენტიფიცირებულნი – წერს რუსული ТАСС რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით
“წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავტობუსიც ქართულია” – განუცხადეს ТАСС-ს
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა 30 აგვისტოს ღამეს, ავტომაგისტრალ „კავკაზზე“, დასახლება ინოზემცევოსთან მოხდა. საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა. მომხდარზე გამოძიებას სტავროპოლის მხარის პროკურატურა აწარმოებს.
იტვირთბა....

