23 წლის რუსკა ახალბედაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ხტება გოგონა მტკვარში. სანაპიროზე ნაპოვნია მისი პირადი ნივთები. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მათ შორის მტკვარშიც. გოგონას დედა მაშველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
რუსკა ახალბედაშვილის დედა: „მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად იყო. შეყვარებულთან იჩხუბა და მანქანიდან გადმოვიდა. იმის მერე ჩემი შვილი არ მინახავს.
დაკარგულის ბიძა აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები და ძებნა აღარ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ერთადერთი რაც იციან არის, ის, რომ გოგონა გადახტა, სანაპიროზე კი მისი ნივთებია ნაპოვნი.
23 წლის რუსკა ახალბედაშვილი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში წერდა: „ერთი ადამიანის გამგზავრებით, ხანდახან მთელი ქალაქი ცარიელდება.“ მისი ასევე ბოლო პოსტია სოციალურ ქსელში: „ ძალიან ძნელია როცა ადამიანის წასვლა არ გინდა, მაგრამ მაინც უშვებ.“
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაკარგულ გოგონას ძებნა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ადიდებული მტკვარი ძებნის პროცესს ხელს უშლის.