ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები საქმეში ცრუ მოწმეთა ჩვენებებზე საუბრობენ და მაგალითად ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ქეთევან მირიანაშვილის ჩვენება მოჰყავთ, რომელიც მირიანაშვილმა სასამართლოს მოსცა. ამის შესახებ ბრალდებულების ოჯახის წევრებმა დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„მოწმე ქეთევან მირიანაშვილი ცრუ მოწმეა, მან თქვა, რომ 25 მეტრია მისი აივნიდან შემთხვევის ადგილამდე, ჩვენ გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს მანძილი არის 132 მეტრი, ამ მანძილიდან ადამიანის თვალი პიროვნების იდენტიფიკაციას ვერ მოახდენს. ქეთევან მირიანაშვილი არის ცრუ მოწმე და სასამართლომ ამ საკითხზე არ იმსჯელა“, – განაცხადა გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ.
ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას თქმით, აღნიშნული გარემოება საქმეში არის ახალი გარემოება, რომელიც დოკუმენტურად არის დასაბუთებული. მსჯავრდებულების ახლობლების თქმით, ისინი აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას, ადვოკატს მიაწვდიან.