aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

დათო ფორჩხიძე X ფაქტორში ერთვება: რა სახის იქნება მისი ჩართულობა პროექტში  

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დათო „რუსთავი 2“-ის მეგაპროექტში, „იქს ფაქტორი“ ჩაერთვება. რა სახის იქნება მისი ჩართულობა პროექტში და ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმე მენტორს, ფორჩხიძე  თავად გიამბობთ:

დათო, ჩვენ სხვა ტელევიზიიდან გვახსოვხარ. დატოვე ტელეკომპანიაიმედი“?

– ტელეიმედში ვმუშაობდი. გახსოვთ, ალბათ, „ვოისი“, „შალვა რამიშვილის შოუ“. საზოგადოებისთვის ცნობილი ამბების შემდეგ შალვა ტელევიზიიდან გაუშვეს, მე იგივე პირობებით შემომთავაზეს დარჩენა, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი თავი იქ ამოვწურე.

– „იქს ფაქტორშიროგორ მოხვდი?

-ზღაპრულად (იღიმება). ერთი თვით ადრე ვინმე სტაჟიან წინასწარმეტყველს რომ ეთქვა, ამ პროექტში ჩაერთვებიო, არ დავუჯერებდი. სპონტანურად და სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. ამ მართლაც უმაგრეს პროექტში ოდესღაც ჩემს თავს ვხედავდი, ამის ამბიცია მაქვს, მაგრამ ასე სწრაფად… ეს მართლა საოცრებაა, დაუჯერებელია. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ვერ ხვდები რა და როგორ ხდება.

რა სტატუსით ჩაერთვები პროექტში?

– ამ დეტალებს პროექტის მესვეურები იტყვიან, მეც გავერკვევი ბოლომდე საქმის ვითარებაში. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ პროექტთან ურთიერთობა უკვე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ბევრი კუთხით შემეძლო საკუთარი თავის შეთავაზება პროექტის ხელმძღვანელებისთვის. მე პროფესიონალი არტისტი ვარ. მინდა ხალხმა ნახოს ის რასაც ვაკეთებ.

შენ ჩაანაცვლებ ჟიურის რომელიმე წევრს თუ მეხუთე მენტორად დაემატები პროექტს?

– ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახავთ. მეც ძალიან მაინტერესებს.

რომელი ტურიდან გამოჩნდები ეკრანზე, „ორი სკამისტურიდან თუ ლაივკონცერტებიდან?

– ვფიქრობ, რომ რეალურ ცვლილებასთან უნდა მოგვიწიოს შეხება. არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია, საიდანაც შევალ, ეს შესამჩნევი გახდეს და ამან რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოს პროექტში.

– 4 მენტორი უკვე გვყავს, მაყურებელიც და ჩვენი მკითხველიც დაიბნევა, რას აკეთებს დათო ამ პროექტში?

– დათოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და შეეცდება გააკეთოს ისე მაგრად, როგორც იცის. ჩემს ამპლუაში ვიქნები, მაგრამ რა პოზიციაზე ამას ჯერ ვერ გეტყვით. წამყანი ან კონკურსანტი არ ვიქნები (იცინის).

„პრაიტაიმი“

 

 

 

 

იტვირთბა....