ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრაგედია ინდოეთში – სკოლაში 6 წლის ბიჭის გარდაცვალებაში მასწავლებელს ადანაშაულებენ, რომელმაც, ოჯახის თქმით, ბავშვს ჯოხით სცემა

ინ­დო­ეთ­ში, ქა­ლაქ ვი­სა­ხა­პატ­ნამ­ში, კერ­ძო სკო­ლა­ში 6 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ჯო­ხით სცე­მა, რის შემ­დე­გაც ის ცუ­დად გახ­და და და­ე­ცა. მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სკო­ლის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა.

შემ­თხვე­ვა Little Garden School-ში, One Town-ის რა­ი­ონ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის, პრა­ნაი ტე­ჯას, ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი იმ დი­ლით თავს კარ­გად გრძნობ­და და თა­ვად სურ­და სკო­ლა­ში წას­ვლა.

მა­მა­მი­სის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯახს ბავ­შვის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა არ უნ­დო­და, თუმ­ცა გა­მოც­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის გამო სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდნენ.დი­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ათ­ზე ჩემ­მა შვილ­მა გა­იღ­ვი­ძა და თქვა, რომ სკო­ლა­ში წას­ვლა სურ­და. და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და სკო­ლა­ში წას­ვლას“, – ამ­ბობს მამა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ოჯახ­მა შე­ი­ტყო, რომ ბავ­შვს სკო­ლა­ში რა­ღაც და­ე­მარ­თა. მა­მას ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა არ მი­ა­წო­დეს – მას ად­გი­ლობ­რივ­მა მზა­რე­უ­ლებ­მა და­უ­რე­კეს.

ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მხო­ლოდ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს. ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, ექიმ­მა მათ უთხრა, რომ ბიჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე იყო გარ­დაც­ვლი­ლი.

ოჯახ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სკო­ლა­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა შეძ­ლო.

  • მა­მის თქმით, ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ აში­ნებს და ჯო­ხით ურტყამს მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვს.

“რო­დე­საც სკო­ლა­ში CCTV-ის ჩა­ნა­წე­რი ვნა­ხეთ, იქ ჩან­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვი შე­ა­ში­ნა. მან ჯო­ხით და­არ­ტყა და ში­ში­სა და შო­კის გამო ბავ­შვი იქვე და­ე­ცა“, – გა­ნა­ცხა­და მა­მამ.

NDTV-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ CCTV-ის ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვს ურტყამს, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი ბიჭი მას­წავ­ლებ­ლის კალ­თა­ში ეცე­მა.

ბავ­შვის მა­მამ ასე­ვე უარ­ყო ვა­რა­უ­დი, რომ ბიჭს რა­ი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

“არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. გუ­შინ სა­ღა­მოს მხი­ა­რუ­ლად თა­მა­შობ­და და დი­ლი­თაც კარ­გად გა­იღ­ვი­ძა. არც ვირუ­სუ­ლი სი­ცხე ჰქონ­და და არც ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მა“, – თქვა მან.

ოჯა­ხი ასე­ვე აცხა­დებს, რომ ეს შე­საძ­ლოა ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლი­ყო. მათი თქმით, სხვა ბავ­შვე­ბიც უცე­მი­ათ. ოჯა­ხი, თუ ბრალ­დე­ბე­ბი და­დას­ტურ­დე­ბა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას ითხოვს.

იტვირთბა....