მესამე დღეა ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ. მათი განცხადებით, გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, გვიან ღამით კი სამარშუტო ტაქსით შინ ბრუნდებოდა, რის შემდეგაც გოგონას კვალი გაქრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,რომ სამშველო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.