დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ადგილობრივებს საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის ბიუსტი შეღებილი დაგხვდათ, რომელიც გუშინ 9 მაისთან დაკავშირებით გურამ ვანიშვილმა და მემია ლოთიშვილმა დადგეს.
ვანიშვილის თქმით, ბიუსტი თბილისიდან ჩაიტანეს, კერძოდ, ერთ-ერთმა პიროვნებამ კოლექციიდან სოფელს აჩუქა. ამჟამად, ბიუსტი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მოხსნეს, რადგან სოფელ ატენში გუშინ დადგმული ბიუსტი იმავე ღამეს ვარდისფერი საღებავით შეღებეს.
თათია ქუჯოშვილი
სპეციალურად “მეტრონომისთვის” გორიდან
ფოტოებო მოგვაწოდა qartli.ge-მ