ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაში შეტაკებები მოხდა

ხარკოვში 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე შეტაკება მოხდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნაციონალისტები და აქციის ის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები.  „ფაშიზმი ვერ გაიმარჯვებს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულებს შორის სამართალდამცველიც არის.

შეტაკებები მოხდა კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაშიც. გავრცელებული ცნობით,  საერთო ჯამში ათზე მეტი ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....