საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტდისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება. ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში იორდანიის ნაკრები დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
შეხვედრას ბრიტანეთის პრინცი ჰარი ესწრებოდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქართველებს გამარჯვება მიულოცა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.