ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„დარწმუნებული ვარ, პროკურატურამ იცის საიდან აიტვირთა ვიდეომასალა“

„დარწმუნებული ვარ, პროკურატურამ იცის საიდან აიტვირთა ვიდეომასალა, რადგან IP მისამართის გაგება 12 წლის ბავშვს შეუძლია,“ – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი გაბედავამ განაცხადა.

ის  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ დაადანაშაულა. გაბედავა ამტკიცებს, რომ კადრების გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის თქმით, ვიდეო სწორედ რუსეთიდან, კონკრეტულად კი მოსკოვიდან აიტვირთა. ჟურნალისტის თქმით, პირადი ცხოვრების ბოლო სამი ვიდეომასალის გავრცელება სწორედ გიორგი გაბედავას უკავშირდება.

იტვირთბა....