აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაურუს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ნაურუს გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ურთიერთობები ოკუპირებულ აფხაზეთთან – ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

“როგორც იცით, რუსეთი არასდროს ერევა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ჩვენი მხრიდან, აღვნიშნავთ, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივები რუსული მხარისთვის გაუგებარია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების ლიკვიდაცია ხელს არ შეუწყობს კუნძულოვანი რესპუბლიკის გეოგრაფიის გაფართოებას ან გარე სამყაროსთან მისი კონტაქტების ხარისხის გაუმჯობესებას.

30 ივლისს ნაურუს მთავრობამ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ოფიციალურად უკან გაიხმო.

იტვირთბა....