ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

”ჩვენ შეგვიძლია ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიატანეს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დილიდან იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები.

იტვირთბა....