ახალი ამბები მედია მთავარი

ქარტიის საბჭო: „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი. ამავდროულად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განხილულ საქმეში დასახელებულ გადაცემის მომზადებისას დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა საზოგადოების მიმართ.

მეორე პრინციპის თანახმად, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ შალვა რამიშვილმა მის ადვოკათთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად მისი „ტელეკომპანია“ იმედიდან გაშვების რეალური მიზეზები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა იყო გამოყენებული, რათა ის ტელეკომპანიიდან გაეშვათ. როგორც შალვა რამიშვილმა განაცხადა, ის არ არის მოძალადე და სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროება არ განუხორციელებია. მისი თქმით, საქმე ეხება მის ერთ-ერთ გადაცემას, რომელიც მოსამართლე მურუსიძეს უკავშირდებოდა. ამის დასტურად კი მან ვაიბერ მიმოწერა მასსა და ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის, გიორგი ბახტაძეს შორის გაასაჯაროვა.

იტვირთბა....