ათენში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ათასობით ადამიანი საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი, სადაც დღეს, ახალ საგადასახადო და საპენსიო კანონმდებლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
საპენსიო ხარჯების შემცირება საერთაშორისო კრედიტორების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმისთვის, რომ საბერძნეთმა ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღოს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასის განცხადებით, საპენსიო ხარჯების შემცირება მოსახლეობის ღარიბ ფენას არ შეეხება, თუმცა პროფკავშირები ხელისუფლების ახალ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.