ზუსტად რაში უმართლებს ჰოროსკოპის და ასტროლოგიის მიხედვით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? ასტროლოგები ამბობენ:
ვერძი
ვერძებს უმართლებთ კარიერაში, რადგან ისინი ახერხებენ და ისეთ ამოცანებს უმკლავდებიან, რომლებთან ჭიდილში სხვებმა კრახი განიცადეს. ასევე უმართლებთ აზარტულ თამაშებშიც, თუმცა ვერძის ყველაზე საყვარელი აზარტული თამაში მაინც… ცხოვრებაა. სხვათა შორის, წარმატებულ მოთამაშეებად ვერძები იმიტომ ყალიბდებიან, რომ მათ პირველ რიგში, თავად პროცესი იზიდავს და არა საბოლოო შედეგი.
და კიდევ ვერძებს უმართლებთ შერკინებებსა და ბრძოლებში, რადგან სხვანაირად არც შეიძლება, ისინი ხომ მარსის ”შვილები” არიან და უბრალოდ, არ იციან, რა არის მარცხი. იქიდან გამომდინარე, რომ ცივილიზებული საზოგადოება საკუთარი წესების დამკვიდრებას ახდენს, ვერძები ამჯობინებენ, გამარჯვებას ინტელექტით მიაღწიონ და არა მუშტების ქნევით. ფინანსური საკითხებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის გამართლების სფეროა. იქ, სადაც სხვები პრემიის გარეშე რჩებიან, დიდხანს ვერ ახერხებენ, ხელფასზე მცირე დანამატი მაინც მიიღონ, ვერძებს ყველაფერი გადასარევად მისდით. საერთოდაც, ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ნიშანია.
კურო
კუროებს უმართლებთ ფულში და მაშინაც კი, თუკი საშინლად არ სურთ მუშაობა (ეს კი მათ ახასიათებს), უფულოდ მაინც არ დარჩებიან. ყოველთვის გამოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ სათანადო დონის ცხოვრებით უზრუნველყოფენ. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა კურო ძალებს არ იშურებს, მაშინ უკვე ოოო _ მატერიალურ კეთილდღეობას აუცილებლად მიაღწევს, თანაც, მაშინაც კი, თუკი ფულს არ აგროვებს და თანხებს მოგზაურობაზე, სახლის გარემონტებაზე, ბავშვების განათლებაზე და სხვა ნებისმიერ სფეროს ახარჯავს. ამის გარდა, კუროებს უმართლებთ სამსახურშიც და ხშირად იმასაც ახერხებენ, რომ დაკავდნენ იმ საქმით, რომელიც იზიდავთ და თან შესანიშნავ ხელფასსაც ღებულობენ. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ კუროებს საჭირო ნაცნობობის გაბმაც შეუძლიათ. კუროებს ყოველთვის და ყველგან აქვთ საჭირო კავშირები, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.
ტყუპები
ტყუპებს ვაჭრობაში აქვთ გამორჩეული იღბალი. მათ შეუძლიათ ყველაზე ჩაწოლილი საქონელიც კი გაყიდონ და ამას იმდენად ვირტუოზულად აკეთებენ, რომ მყიდველს ჰგონია, ექსკლუზივის მფლობელი გავხდიო.
კიდევ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ინფორმაციას იზიდავენ, ობიექტურს თუ სუბიექტურს – მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიღებული ინფორმაციიდან სარგებელს ყოველთვის ნახულობენ. უმართლებს ტყუპებს ისეთ სიტუაციებშიც, სადაც დიდი წინდახედულობა და სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ღებულობენ სასურველს იქნება ეს ახალი თანამდებობა თუ წარმატება სიყვარულში. არც ფულის მხრივ აქვთ საქმე საწუწუნოდ – თუკი რაიმე მიზეზის გამო თანხა უთავდებათ, რაღაც მისტიკური გზებით, ფულს მაინც შოულობენ. მაგალითად, დიდი ხნის წინ მივიწყებულ ვალს უსტუმრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს საუკეთესო მეგობარს ვერ უწოდებ, მეგობრობაში მაინც უმართლებთ – ისინი იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მომავალში მათი ერთგული საჭურველთმტვირთველები ხდებიან.
კირჩხიბი
კირჩხიბს უმართლებს დაგროვებაში და რაც უფრო მეტი ყულაბა და სამალავი აქვს, თავს მით უფრო ბედნიერად გრძნობს. უფრო მეტიც, მას განსაკუთრებით განვითარებული ყნოსვა აქვს დაგროვილი სახსრების წარმატებით ინვესტირებაზე. თუკი კირჩხიბი ვა-ბანკზე მიდის და მთელ დანაზოგს რამე საქმეში დებს, უზარმაზარ მოგებასაც ნახულობს.
უმართლებს კირჩხიბს ოჯახურ ცხოვრებაშიც და საამისოდ მას ყველაფერი აქვს – მეორე ნახევრის ერთგულება, სურვილი და უნარი, მოიქცეს ისე, რომ ახლობლებს ყველა პრობლემა მოუგვარდეს, მისწრაფება სახლის უმაღლეს დონეზე გალამაზება-გარემონტებისკენ. მიუხედავად ხასიათების გადახრებისა (ან ვის არ ახასიათებს ეს?!), ბავშვები და მეუღლეები ოჯახის მუჭუჭ კირჩხიბს უბრალოდ, აღმერთებენ. მთავარია, კირჩხიბმა არ მოიწყინოს და მელანქოლია არ შეეყაროს, თორემ, იღბალი და წარმატება სულ გვერდით ჰყავს.
ლომი
ლომებს უმართლებთ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ. ლომებს წლების შემდეგაც საუკეთესო გრძნობებით იგონებენ. ამ ნიშნის ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის მიუხედავადაც კი, გარშემო მაინც ერთგული მეგობრები ახვევია და თხოვნა-სურვილზე უარს იშვიათად თუ ღებულობენ.
ლომები ადამიანებს იზიდავენ საკუთარი შინაგანი და გარეგნული მომხიბვლელობითაც, შეუძლიათ დაუსჯელად დააღწიონ თავი ურთულეს სიტუაციებს. კიდევ, ლომს უმართლებს საყიდლებში. აქვს უნიკალური უნარი, სასაცილო ფასად შეიძინოს ისეთი ნივთი, რომელიც სხვას ათასები დაუჯდებოდა.
ძალიან იღბლიანები არიან ლომები სექსშიც (ბევრად მეტად, ვიდრე სიყვარულში), პარტნიორები ყოველთვის ძალიან კმაყოფილები არიან.
ქალწული
როცა იღბალი რიგდებოდა, ქალწული სხვა რიგში იდგა – შეუპოვრობის და ჯიუტობის. ქალწული იძულებულია, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწიოს, რაც ცუდად სულაც არ გამოსდის. უბრალოდ, ადვილად არაფერი ეძლევათ.
ამის მიუხედავად, ბედი მოულოდნელი აღმოჩენებით მაინც ანებივრებს. მაგალითად, ქუჩაში გარკვეული თანხის პოვნით, საგზურის მოგებით ან ადამიანით, რომლისგანაც დიდი სარგებლის მიღება შეიძლება.
ის, რაშიც ქალწულებს დაბადებიდანვე უმართლებთ, სრულყოფილი, სწორუპოვარი გემოვნებაა. სწორედ ამიტომ იწვევენ ისინი ყველაში აღფრთოვანებას, ყურადღება მათი მხრიდან სხვებისთვის ნამდვილი საჩუქარია და ბევრს სჭირდება ხოლმე ქალწულის რჩევა, რაც თავის მხრივ, არც თუ ნაკლები გამართლებაა.
რაც უფრო ოპტიმისტური იქნება ქალწული, მით მეტ სიკეთეს მიიღებს ბედისგან.
სასწორი
სასწორებს უმართლებთ იმაში, რომ შეუძლიათ ”გადართვა”. რომ დავაზუსტოთ, სასწორისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ჰარმონია, რომ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტანჯვა არ ახასიათებთ. ყოველთვის გამოიძებნება რაღაც, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.
დაე, ეგონოს ბევრს, რომ სასწორი ზედაპირული, ფუქსავატი და ქარაფშუტაა, მას ეს პირიქით, ამხიარულებს და აძლევს საშუალებას, სიტუაცია შენიღბულმა დაზვეროს.
სასწორებს უმართლებთ იმაშიც, რომ მათ უარს რთულად ეუბნებიან, რაშიც იმალება კიდეც უმთავრესი გამართლება – მათთვის ძალიან სასიამოვნოა რაღაც კარგის გაკეთება და შედეგად, გარშემომყოფების დამოკიდებულებას დიდი წარმატება მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სასწორები ზოგჯერ თავს უიღბლოებად მიიჩნევენ, ეს ასე არ არის. ფორტუნა გიჟდება მათზე, უბრალოდ, საჩუქრებს ცხოვრების ყველა სფეროზე ანაწილებს და რთულია, რომელიმეს გამორჩევა.
ღრიანკალი
ღრიანკალი ცნობილი იღბალაა. ყველაფერი, რასაც ის ეხება, ოქროდ იქცევა. ნუ, შეიძლება, ნაკელადაც, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, თუკი თავად ღრიანკალს აწყობს ასე.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უმართლებთ პროფესიაშიც – მათ იმდენად ბევრი თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, რომ ყველაფერში შეუძლიათ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ და შესაბამისად, სასურველი შედეგებიც მიიღონ.
ღრიანკალის იღბლიანობის კიდევ ერთი მხარეა ყნოსვა საიდუმლოებებსა და აღმოჩენებზე. ისინი თავგამოდებით იქექებიან სხვის სულში, საიდუმლოებებში, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში და ღებულობენ ან აღიარებას ან ფულს (ან ტყვიას, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება – ღრიანკალს ამაშიც უმართლებს და საფრთხეს ბევრად მალე გრძნობს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია). სიყვარულშიც, როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გადასარევი შედეგები აქვთ. მთავარია, ღრიანკალმა საკუთარი თვისებების და იღბლიანობის დაფასება ისწავლოს, რადგან ხშირად ხდება, რომ რაც აქვს, მალე ბეზრდება ხოლმე.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს უმართლებს გარემოებების დამთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორტუნას მშვილდოსანი ძალიან უყვარს და ცდილობს, მისი სურვილების შესასრულებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი სიტუაცია შექმნას.
თუკი მშვილდოსანს მოგზაურობა უყვარს, პოულობს სამსახურს, რომელიც საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ბევრ წერტილში მოხვდეს.
თუკი არ ჰყოფნის სიყვარული, ჯადოსნური შემთხვევითობით, გვერდით უჩნდება ადამიანი, რომელიც გულს ჩუქნის.
მაშინაც კი, თუკი უეცრად მშვილდოსანი რაღაცას კარგავს, მაშინვე ცხოვრების სხვა სფეროში პოულობს წარმატებას. თუმცა არ უნდა შედრკეს, რადგან სადაც კარგავს, დანაკლისი იქაც ივსება, თან ძალიან სწრაფი ტემპებით. შესაძლოა, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყოს, რომ მშვილდოსანი იოლად უდგება გამარჯვებას – იცის, რომ დაიმსახურა და ასევე იოლად აღიქვამს მარცხსაც – დარწმუნებულია, რომ ხვალ ყველაფერი შეიცვლება.
თხის რქა
რაც შეეხება აღმოჩენებს, თხის რქა ყველენაირად იღბლიანია. ეს მას შეუძლია იპოვნოს სოლიდური თანხით სავსე საფულე, რაც მთავარია, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე (მაგალითად, პატრონის სავიზიტო ბარათი ან პირადობის მოწმობა) და მშვიდად მოიხმაროს ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრს. გარდა ამისა, მას მუდმივად შეუძლია ქუჩაში ნებისმიერ სამკაულს მოჰკრას თვალი.
თუკი წვიმის შემდეგ, ტყეში რამდენიმე ადამიანი წავა სოკოს საკრეფად, სწორედ თხის რქა მიაგნებს ყველაზე დიდ და გემრიელ სოკოს და კალათსაც სხვებზე უმალ აავსებს. მართალია, თხის რქა ზოგჯერ ზედმეტად ”ტვინის ბურღია”, გარშემომყოფებს მაინც ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, ნათესავებს. და მიუხედავად იმისა, რომ შვილებს ან მეუღლეებს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის მიმართ ცოტა არ იყოს, შიშიც აქვთ, მაინც ერთგულად უყვართ და ცდილობენ, ყველაფერში დახმარება აღმოუჩინონ.
კიდევ, თხრის რქას, თუ შეიძლება ასე ითქვას, უმართლებს ჯანმრთელობაში. სწორედ თხის რქაა ზოდიაქოს ყველაზე ჯანმრთელი ნიშანი. მას არ აშინებს სეზონური ვირუსები და გაციებები, იშვიათად უჩნდებათ ქრონიკული დაავადებები.
მერწყული
მერწყული მოხერხებულად უთანხმებს ერთმანეთს რეალურ და ირეალურ სამყაროს და მათი იღბლიანობაც ამაშია. ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დიდად არ განიცდიან, თუკი სურვილები ყოველთვის არ სრულდება, რადგან ისიც საკმარისია, რომ ოცნებები და ფანტაზიები მათ თავში ცხოვრობენ.
სწორედ მათ შეუძლიათ იმოგზაურონ ისე, რომ სავარძლიდანაც კი არ ადგნენ, მაგრამ ამასთან ერთად, პრაქტიკულად, რეალური სიამოვნება და რეალურზე არანაკლები შთაბეჭდილებები მიიღონ.
თუკი შედარებით უფრო ‘მიწიერზე~ ვისაუბრებთ, მერწყულს უმართლებს ლატარიაში, აზარტულ თამაშებში. ამასთან, სიამოვნებას ზუსტად ვერძების მსგავსად იღებენ – მათთვისაც ბევრად მთავარია პროცესი, ვიდრე შედეგი.
გარდა ამისა, მერწყულს უმართლებს ახალი ცოდნის მიღების კუთხითაც, თუნდაც მაშინ, როცა ეს ყველაფერი მოდის ვთქვათ, კოსმოსიდან, ჭორებიდან, მეგობრების მონაყოლიდან. და სად არის აქ იღბლიანობა? საქმე იმაშია, რომ მერწყული ამ ყველაფრით წარმატებით სარგებლობს და უდიდეს მოგებასაც ნახულობს – მორალურსაც და მატერიალურსაც.
თევზები
პირველ რიგში, თევზებს უმართლებს იმაში, რომ აქვს წარმოუდგენელი, მისტიური ზეგავლენა ადამიანებზე. ეს კი აძლევს საშუალებას, მიიღოს ის, რაც სურს და როცა სურს. კიდევ თევზების იღბლიანობა იმაშიც გამოიხატება, რომ უმართლებს ბედნიერ შემთხვევებსა და საჭირო ადამიანებში.
აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ თევზებს ყოველთვის ერთ რაღაცაში უმართლებს. ანუ, თუკი გაუმართლა სიყვარულში, ცოტა რთულად აქვს საქმე სამსახურში. თუკი უმართლებს კარიერაში, პირადი ცხოვრების ფრონტზე გარკვეული მარცხით იტანჯება.
თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი დიდ ფულს ბანქოში ან სხვა მიზეზით მოიგებს, წარმატებებს ცხოვრების სხვა სფეროში კარგა ხნით ემშვიდობება.
აქედან გამომდინარე, იგი უნდა მიეჩვიოს იმ წარმატების დაფასებას, რაც მოცემულ მომენტში გააჩნია. მაშინ შეძლებს და მიუახლოვდება შეგრძნებას, რომელსაც ბედნიერება ჰქვია, რადგან ჩვეულებრივ რეჟიმში მისთვის ეს გრძნობა პრაქტიკულად, უცხოა.
წყარო: კვირის ქრონიკა