გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის მაცხოვრებლები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათი ხეხილის ბაღები და ნათესები სეტყვამ გაანადგურა, ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობის მდგომარეობით არ ინტერესდება. ძევერას მაცხოვრებლებს ნაციონალური მოძრაობისლიდერი დავით ბაქრაძე ესაუბრა. დეპუტატმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გამგეობას ზიანისაღრიცხვისკენ და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა.
“მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოხდეს ზარალის აღწერა. სასწრაფოდ შეიმუშაონ სქემა რომელის მიხედვითაც ადამიანებზე გაიცემა ფინანსური კომპენსაცია. ასევე უსასყიდლოდ უნდა დარიგდეს შხამქიმიკატები“ – განაცხადა ბაქრაძემ.