მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სამტრედიის ქუჩის ასახვევთან მოხდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.