ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გარემოსდამცველი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ფერაძე დღეს,  „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა.

ნატა ფერაძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობისა და ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებას ედავებოდნენ, თუმცა ფერაძემ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, კლინიკური დათვალიერებით კი მას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ნიშნები არ აღენიშნებოდა. რის შემდეგაც მას მხოლოდ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 173-ე მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ამავე აქციაზე დღეს დაკავებული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 173-ე მუხლის დარღვევის გამო 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ პანორამა-თბილისის მშენებლობას და ბოტანიკური ბაღის  საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს.

 

იტვირთბა....