ახალი ამბები მთავარი სამართალი

„შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო“

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა 2016 წლის 5 მაისიდან დაიწყო.

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებისას ლევან როსტოშვილი ”კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე ლევან როსტოშვილმა განაცხადა, მისი მეგობარი ლაშა კურტანიძე არაფერ შუაშია და მასაც იგივე ბრალი არ უნდა წაუყენონ.

”გავუარე ლაშას და მიმყავდა სამსახურში. შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო და მათაც იგივე ბრალი უნდა წაყენებოდათ?!”, – განაცხადა პროცესზე როსტოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს

იტვირთბა....