ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი ვიზა ლიბერალიზაციისთვის ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეასრულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი  ვიზა ლიბერალიზაციისთვის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, ამის შესახებ მან სატელევიზიო  მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონს არ შეცვლის, როგორც ამას ბრიუსელი ითხოვს.

“ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ კი თქვენი გზით იარეთ”- მიმართა ევროკავშირს თურქეთის ლიდერმა.

განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ერთი დღე გავიდა. სწორედ პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

იტვირთბა....