aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი აივნიდან გადააგდო: ლაგოდეხში ძმამ ძმა მოკლა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში ძმამ ძმა მოკლა . მამაკაცი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს, 45 წლის ძმა მამის სახლში მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძმები სხვადასხვა ოჯახებში ცხოვრობენ, თუმცა, მკვლელობის დროს მათ ურთიერთშელაპარაკება მამის სახლში მოუვიდათ.

ავიაბილეთები
ავიაბილეთები

ეჭვმიტანილმა ძმას თავდაპირველად ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეჭვმიტანილი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება  „სისხლის სამართლის კოდექსის”  108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....