ახალი ამბები მთავარი სამართალი

„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილი დააკავეს

აქციაზე, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ, დამოუკუდებული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს. ამის უფლებას მათ სამართალდამცველენი არ აძლევდნენ.  ელისაშვილის გარდა დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ.

ასევე, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს გზა გადაუღობეს და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები სამართალდამცველებს წაეყვანათ.

კოჯრის გზატკეცილზე, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია კვლავ გრძელდება.

იტვირთბა....