8-9 მაისს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გატარების ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავს უკავშირდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეთა მიმოსვლა გამარტივებულია, მოქალაქეებს აღარ გაატარებენ.
მათივე ინფორმაციით, გამშვები პუნქტები 10 მაისის 07:00 საათიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.