სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს. როგორც მერიაში განმარტავენ, ყოფილი გამგებლები მერიის უწყებიდან არ მიდიან და ამბობენ, რომ ეს შიდა გადაადგილებაა.
სად დაინიშნებიან მამუკა ჩოქური და ბესიკ ქარცივაძე მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გამგებლების თანამდებობიდან წასვლაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი იმ დროისთვის პოსტის დატოვებას არ გეგმავდა.