ორდღიანი ძებნის შემდეგ წნორიდან დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკარგული ქალის შესახებ განცხადება 4 მაის, საღამოს შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.