ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა მდგომარეობაშია ამჟამად “კომედი შოუს” მსახიობი: „მეტრონომი“ კლინიკას დაუკავშირდა

 

როგორც „მეტრონომს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს,  „კომედი შოუს“ მსახიობი, გიორგი გოცირიძე კვლავ სუნთქვით აპარატზეა შეერთებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მისი მდგომარეობისთვის მართვით სუნთქვაზე ყოფნა ამ ეტაპზე საჭიროა“ – უთხრეს „მეტრონომს“ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს ოთხი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ის მკურნალობას „კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის“ რეანიმაციაში აგრძელებს.

გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს მანქანა დაეჯახა. მსახიობი აბულაშვილის ქუჩაზე ფეხით მოძრაობდა.

 

 

იტვირთბა....