აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უფრო გამბედავად უნდა გაგვეთავისუფლებინა ისინი, ვინც ცვლილებებს აფერხებდა…გავაგრძელებ იმ მისიის შესრულებას, რომლისთვისაც თავდაცვის სამინისტროში მოვედი” – მიხაილო ფედოროვი

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოსამშვიდობებელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეაჯამა სამინისტროს სათავეში მუშაობის პერიოდი და აღნიშნა, რომ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის გამარჯვებისთვის მუშაობას ინოვაციებისა და ასიმეტრიული მიდგომების მიმართულებით.

“რაც ვერ განხორციელდა – თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანა ნატოს სტანდარტებისა და საღი აზრის შესაბამისად. ახალი სტრუქტურა შევქმენით, ბევრი ადამიანი გავათავისუფლეთ და არაერთი პროცესი დავიწყეთ, თუმცა უფრო გამბედავად უნდა გაგვეთავისუფლებინა ისინი, ვინც ცვლილებებს აფერხებდა. [არ გამოვიდა] ყველა შესყიდვის სრულად სატენდერო სისტემაზე გადაყვანა, მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება. მჯერა, სწორედ გმირი უკრაინელი ხალხი შექმნის ამ ინსტიტუციურ კულტურას.

მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებისთვის შრომობს. მადლობა ჩემს მთელ გუნდს 24/7 რეჟიმში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! გავაგრძელებ იმ მისიის შესრულებას, რომლისთვისაც თავდაცვის სამინისტროში მოვედი – მტრის დამარცხებას ასიმეტრიული მიდგომებით, ინოვაციების სისწრაფითა და ძლიერი ორგანიზებით. გაგრძელება იქნება,” – წერს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ პოსტში.

14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომას დაუჭირა მხარი. 15 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფედოროვის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს იჰორ კლიმენკოს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

იტვირთბა....