აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და გავანეიტრალებთ აშშ-ის ჩარევას რეგიონში“ – ირანის არმიის პრესსპიკერი

„უდავოდ, ჩვენ ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და გავანეიტრალებთ აშშ-ის ჩარევას რეგიონში,“ – აცხადებს ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი მოჰამედ აკამინია.

ირანული მედიის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის არმიამ, რამდენიმე საათის წინ, კამიკაძე დრონების გამოყენებით, ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებული ამერიკული არმიის რადარი და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის [CENTCOM] ცნობით კი, აშშ-ის ძალებმა ირანის სამეთაურო ცენტრები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რაკეტებისა და დრონების შესაძლებლობები და სანაპირო სათვალთვალო ობიექტები დაბომბეს, “რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, დაემუქროს უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ კომერციულ გემებს მართავენ”.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა 90-წუთიანი დარტყმების ტალღის დროს დიდი ტუნბის კუნძულზე სანაპირო თავდაცვისა და ფრთოსანი რაკეტების ობიექტები დაბომბეს.

იტვირთბა....