დიდი ბრიტანეთის მთავრობა 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამის საათებში სოციალური მედიის გამოყენებისთვის „კომენდანტის საათის“ დაწესებას გეგმავს.
„ბიბისი“-ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube მოზარდებისთვის შუაღამიდან – დილის 06:00 საათამდე იქნება მიუწვდომელი. ბრიტანეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს მოზარდების უკეთეს ძილს, სწავლისადმი კონცენტრაციასა და ოჯახთან მეტი დროის გატარებას.
ამავდროულად, გამოცემა წერს, რომ ანგარიშის პარამეტრების შეცვლით მოზარდებს მაინც ექნებათ შესაძებლობა, აღნიშნულ საათებში სოციალური მედიის პლატფორმებით ისარგებლონ.
ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2026 წლის ბოლომდე წარუდგინოს, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლიდან შეიტანოს.

