ახლახან ჩავედი კიევში, ეს ჩემი მე-11 ვიზიტია საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შექმნა. მდგომარეობა მის სასარგებლოდ იცვლება“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, გამოაცხადებს ახალ ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციას მოახდენს.
„გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციისთვის, რათა შევძლოთ უფრო მეტის და უფრო სწრაფად წარმოება. ჩვენ ასევე განვიხილავთ [ევროკავშირში] გაწევრიანების საკითხს და მომავალი ზამთრისთვის მზადებას’’ – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

