ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ მიყვება უკან ვაშაძეს „ნაცმოძრაობიდან“: ბერძენიშვილი გვარებს ასახელებს

 

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით,  გიორგი ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვება მოსალოდნელი იყო.

ბერძენიშვილი პარტიის შიგნით დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვაშაძეს სხვებიც მიბაძავენ.

“ბატონი ვაშაძე არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული. ჩვენ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს. ვფიქრობ, იგი მარტო არ არის „ნაცმოძრაობაში“. ქალბატონი ჩიორა, ბატონი კანდელაკი, ბატონი მინაშვილი და სხვაც აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში” – აცხადებს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....