აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბროვდის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა გასულ ღამეს 15 რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის აკვატორიაში წარმატებული სამხედრო ოპერაციები განახორციელეს. რობერტ მადიარ ბროვდის ინფორმაციით, ბოლო 8 დღის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის 105 გემზე მიიტანეს იერიში. მისივე ცნობით, მხოლოდ 13 ივლისის ღამეს, სპეცოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, დააზიანეს რუსების 15 მცურავი საშუალება, მათ შორის – 7 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი, 1 ბორანი და 2 ბუქსირი. დარტყმების შედეგად, ქერჩის სრუტეში გემების მოძრაობა პარალიზებულია, ხოლო ნახევარკუნძულზე ტვირთების გადაზიდვა მინიმუმამდეა შემცირებული.

“15 გემი 1 ღამეში ღამეში. 105 გემზე იმუშავეს უპილოტო სისტემების ძალების „ფრინველებმა“ [დრონებმა] 8 დღეში.

ოპერაცია „მოლოჩკა“ გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტი აზოვის ზღვის წითელ წიგნში არ შევა. ამ დროისთვის – 105 ყვითელი და წითელი ბარათია, მეოთხედფინალები ჩატარებულია…

13 ივლისის ღამეს, თავისუფლებისმოყვარე უკრაინულმა „ფრინველმა“ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის 15 გემზე ინადირა: 7 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი, 1 ბორანი და 2 ბუქსირი. საერთო ჯამში, 6-13 ივლისის პერიოდში შედეგიანი დარტყმები განხორციელდა 105 მცურავ საშუალებაზე.

ნახევარკუნძულის გადამზიდი ინფრასტრუქტურა ყოველღამე იღებს დარტყმებს, სრუტეში მოძრაობა შეწყვეტილია, გადმოტვირთვა მინიმუმამდეა შეზღუდული.

ოპერაცია „ყირიმის ამომრთველი off“ ფარგლებში, 12-13 ივლისის ღამეს: ყირიმსა და დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმა მიაყენეს სხვადასხვა სიმძლავრის 9 ენერგოკვანძს-ქვესადგურს და რუსეთის ფედერაციიდან კუბან-ყირიმის ენერგოხიდის ელექტროენერგიის გადაცემის სტრატეგიულ პუნქტს „ყირიმი“, მეორედ 48 საათში.

განადგურებულია საჰაერო თავდაცვის 4 ელემენტი. განადგურდა С-400 „ტრიუმფის“ გამშვები დანადგარი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ და რადიოლოკაციური სადგურის 2 კომპლექსი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, „ფრინველებმა“ მთელი ფრონტის ტაქტიკურ სიღრმეში 1725 სამიზნეზე იმუშავეს, მათ შორის 418 ოკუპანტზე

ვიმუშაოთ, ჯენტლმენებო!

ჩვენ გავძლებთ!

მოსკოვი დაეცემა, “მოლოჩკა” მოქმედებაშია.

ყირიმს დავიბრუნებთ და აღვადგენთ.” – წერს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფის “მადიარის ჩიტების” მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი.

იტვირთბა....