აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პროკურატურამ მუნიციპალიტეტებში, რომელთაც ოპოზიციონერი მერები მართავენ, ქრთამის აღებისა და ტენდერების გაყალბების ბრალდებით 36 პირის დაკავების ბრძანება გასცა

თურქეთის პროკურატურამ,მუნიციპალიტეტებში, რომელთაც ოპოზიციონერი მერები მართავენ, ქრთამის აღებისა და ტენდერების გაყალბების ბრალდებით 36 პირის დაკავების ბრძანება გასცა.

სამართალდამცველებმა 27 მათგანი უკვე დააკავეს, გრძელდება ჩხრეკის ოპერაცია სხვა ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ და სამუშაო ფართებში.

მათ შორის არის ანკარის ჯანქაიას ოლქის მერი ჰუსეინ ჯან გუნერი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სამართალდამცველებს მისი საცხოვრებელი ბინის სათადარიგო გასაღები უკვე მიაწოდეს, თავად კი ანკარაში ბრუნდება. გუნერი ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია. პარტიაში მათი წარმომადგენლების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფენ და გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

თურქეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

იტვირთბა....