ამერიკამ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინება და დაპირებების დარღვევა შედეგების გარეშე არ ხდება, თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
„უაზროდ ნუ იხრჩობით, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით: ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანული შეთანხმებებით“ გაიხსნება და არა ამერიკული მუქარით“, – თქვა მან.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანის პირობებით გაიხსნება.
„უაზროდ ნუ ფართხალებთ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით. ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანის პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკის მუქარით,“ – განაცხადა ღალიბაფმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა.

