ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ სპეცდანიშნულების რაზმის, „ნუხბას ძალების“, მეთაურის, მოჰამედ ემად ალრაჰმან აბუ ტაიმას, ლიკვიდაცია განხორციელდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის დროს აბუ ტაიმამ კიბუცი ნირიმი დაარბია.
მათივე ინფორმაციით, აბუ ტაიმა ღაზაში ისრაელის ჯარებისთვის „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა და ამიტომ ის ზუსტი საჰაერო დარტყმით გაანადგურეს.

