აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანკარაში ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ანკარაში ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გახსნა.

„ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ. მოკავშირეებმა 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები მიიღეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მიზნით შეზღუდვები მოხსნან.

„მოკავშირეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ალიანსის მთლიანობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტონ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....