“საქართველოსთვის “მწვანე ენერგიის დერეფანი“ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.
„ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
“საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.
„ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.
“საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

