აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას Reuters რომის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი დაკავებული იტალიის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია. საქმის მასალების მიხედვით, მთავარი ეჭვმიტანილი კარაბინერების 59 წლის ყოფილი ოფიცერია, რომელიც სადაზვერვო სტრუქტურებში მუშაობდა. მათივე ცნობით, გამოძიება მას დაცული ინფორმაციის უკანონო გადაცემას, აგრეთვე საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემებში უნებართვო შეღწევას ედავება.

გამოცემა წერს, რომ ყოფილი ოფიცერი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ საიდუმლო ცნობებს რუსეთის დაზვერვის ოფიცერს აწვდიდა. მათივე ცნობით, მეორე დაკავებული იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს. რომში რუსეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

იტვირთბა....